სასწავლო პროექტი


რუსი პოეტები საქართველოზე


პროექტის მთავარი იდეა:  მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი გაეცნონ უფრო ახლოს იმ რუსი პოეტების ბიოგრაფიებს, რომლების უმღერდნენ მათ სამშობლოს–საქართველოს. უძღვნიდნენ ულამაზეს ლექსებს.

პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს განუვითარდებათ ინტერნეტთან მათთვის საინტერესო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების უნარი. მოპოვებული ინფორმაციით ქმნიან ბუკლეტებს  და აკეთებენ პრეზენტაციებს რუსულ ენაზე.

პროექტის მიზანი: ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში. ატარებენ გამოკითხვებს უფროსებთან. ადგენენ ინფორმაციულ ბუკლეტს რუსულ ენაზე, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.

ასაკი: 14 –15 წელი.

ვადები/ ხანგრძლივობა: 1 კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: შეაგროვებენ რუსი პოეტების  ფოტოებს, რუსულ ენაზე შექმნიან ბუკლეტებს, სადაც მოთავსებული იქნება ინფორმაცია, მოიპოვებენ წერილებს ტიციან ტაბიძესთან, ნინო მაყაშვილთან.
აკეთებენ ელექტრონულ პრეზენტაციებს.

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: მოსწავლეები,მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, კომპიუტერი, ინტერნეტი, ფოტოები, წიგნები.

პროექტის მსვლელობა.
აქტივობა 1 დაფაზე ვწერ თემის სათაურს. ვყოფ მოსწავლეებს 2 ჯგუფად. ლიდერები უნაწილებენ  მოსწავლეებს დავალებებს.



აქტივობა 2 ჯგუფს ვაძლევ დავალებებს: პირველ ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია,ბიოგრაფიული მასალები,  წერილები და შექმნას  ბუკლეტი.
მეორე ჯგუფს – მოიძიონ ამ პოეტების ფოტო – მასალები და შექმნან ბუკლეტი.



აქტივობა 3  საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა
აქტივობა 4 პრეზენტაცია. წარდგენა და შეფასება.



საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
რუსული ენა და ლიტერატურა

შედეგები თვალსაჩინოა,თუ მოსწავლე:
  • განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს.
  • განსაზღვრავს მიზანს.
  • მიზნიდან გამომდინარე ადგენს ადგენს რუბრიკებს ( ცნობილი ადამიანები, მეგობრობა ქართველ პოეტებთან  „ცისფერყანწელებთან“ )
  • თითოეული რუბრიკისათვის წერს მოკლე ინფორმაციულ ტექსტს.
  • აფორმებს ტექსტს ( ფოტო, ინფორმაციული წყარო, გეგმა )
  • მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
  • მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების  მოთხოვნები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • დავალებას წარმატებით ასრულებს.
  • განსაზღვრავს იმ ცოდნას, უნარს, რომლებსაც ფლობს და წარმატებით გამოიყენებს დავალების შესასრულებლად.
  • განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა უნარი შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად.
  • განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია ( მასწავლებლის, კომპეტენტური პირის)
  • მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.


შედაგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ითხოვს, ან სთავაზობს დახმარებას. მსჯელობს თანაგუნდელებთან, მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებით.
  • ისმენს სხვების მოსაზრებას, გამოთქვამს საკუთარ აზრს.
  • მიუთითებს სხვების შეცდომებზე, თავადაც ღებულობს შენიშვნას
  • მონაწილეობს თანაშეფასებაში.
  • მასწავლებელთან  და გუნდის წევრებთან ერთად ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.
  • გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს.
  • გუნდის წევრებთან ერთად და მასწავლებლის დახმარებით ინაწილებს ფუნქციებს.
  • მასწავლებლის, მშობლის, ან სხვა კომპეტენტური პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს.
  • გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას.
  • მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
  • მოსწავლეებს შეუძლიათ რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  • ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს,რესურსებს. (ლექსიკონს, ილუსტრაციებს )
  • მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ( სახელმძღვანელო, ლექსიკონი, მასწავლებელი, მშობელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი. )
  • მოიძიებს ინფორმაციას (სასწავლო მასალის, ისტ – ის მეშვეობით )


პროექტის ხელმძღვანელი: დარეჯან ხინველი.

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: darejankhinveli@gmail.com