რუსი პოეტები საქართველოზე
პროექტის მთავარი
იდეა: მოსწავლეებს გაუჩნდათ სურვილი გაეცნონ
უფრო ახლოს იმ რუსი პოეტების ბიოგრაფიებს, რომლების უმღერდნენ მათ სამშობლოს–საქართველოს.
უძღვნიდნენ ულამაზეს ლექსებს.
პროექტის აქტუალობა: მოსწავლეებს
განუვითარდებათ ინტერნეტთან მათთვის საინტერესო ინფორმაციის დამოუკიდებლად მოძიების
უნარი. მოპოვებული ინფორმაციით ქმნიან ბუკლეტებს
და აკეთებენ პრეზენტაციებს რუსულ ენაზე.
პროექტის მიზანი: ეძებენ ინფორმაციას ინტერნეტში, ბიბლიოთეკაში. ატარებენ გამოკითხვებს უფროსებთან. ადგენენ
ინფორმაციულ ბუკლეტს რუსულ ენაზე, იმდიდრებენ ლექსიკურ მარაგს.
ასაკი: 14 –15 წელი.
ვადები/ ხანგრძლივობა:
1 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები:
შეაგროვებენ რუსი პოეტების ფოტოებს, რუსულ
ენაზე შექმნიან ბუკლეტებს, სადაც მოთავსებული იქნება ინფორმაცია,
მოიპოვებენ წერილებს
ტიციან ტაბიძესთან, ნინო მაყაშვილთან.
აკეთებენ ელექტრონულ
პრეზენტაციებს.
პროექტისათვის საჭირო
ძირითადი რესურსები: მოსწავლეები,მასწავლებელი, კომპეტენტური პირი, კომპიუტერი, ინტერნეტი,
ფოტოები, წიგნები.
პროექტის მსვლელობა.
აქტივობა 1 დაფაზე
ვწერ თემის სათაურს. ვყოფ მოსწავლეებს 2 ჯგუფად. ლიდერები უნაწილებენ მოსწავლეებს დავალებებს.
აქტივობა 2 ჯგუფს
ვაძლევ დავალებებს: პირველ ჯგუფს ევალება მოიძიოს ინფორმაცია,ბიოგრაფიული მასალები,
წერილები და შექმნას ბუკლეტი.
აქტივობა
3 საინფორმაციო ბუკლეტის შექმნა
აქტივობა 4 პრეზენტაცია.
წარდგენა და შეფასება.
საგნებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
რუსული ენა და ლიტერატურა
შედეგები თვალსაჩინოა,თუ
მოსწავლე:
- განსაზღვრავს ტექსტის ფორმატს.
- განსაზღვრავს მიზანს.
- მიზნიდან გამომდინარე ადგენს ადგენს რუბრიკებს ( ცნობილი ადამიანები, მეგობრობა ქართველ პოეტებთან „ცისფერყანწელებთან“ )
- თითოეული რუბრიკისათვის წერს მოკლე ინფორმაციულ ტექსტს.
- აფორმებს ტექსტს ( ფოტო, ინფორმაციული წყარო, გეგმა )
- მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს.
- მოსწავლეს შეუძლია დამოუკიდებლად განსაზღვროს შესასრულებელი დავალების მოთხოვნები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- დავალებას წარმატებით ასრულებს.
- განსაზღვრავს იმ ცოდნას, უნარს, რომლებსაც ფლობს და წარმატებით გამოიყენებს დავალების შესასრულებლად.
- განსაზღვრავს, თუ რა ცოდნა უნარი შეიძინოს ახალი დავალების განსახორციელებლად.
- განსაზღვრავს რა გაუადვილდება, რა გაუჭირდება, რაში დასჭირდება დახმარება, კონსულტაცია ( მასწავლებლის, კომპეტენტური პირის)
- მოსწავლეს შეუძლია თანამშრომლობა თანაკლასელებთან, მასწავლებელთან, მეწყვილესთან.
შედაგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ითხოვს, ან სთავაზობს დახმარებას. მსჯელობს თანაგუნდელებთან, მოქმედებს გუნდის წევრებთან შეთანხმებით.
- ისმენს სხვების მოსაზრებას, გამოთქვამს საკუთარ აზრს.
- მიუთითებს სხვების შეცდომებზე, თავადაც ღებულობს შენიშვნას
- მონაწილეობს თანაშეფასებაში.
- მასწავლებელთან და გუნდის წევრებთან ერთად ერთად აყალიბებს პროექტის წარმატებით განხორციელებას.
- გეგმავს პროექტის განხორციელების ეტაპებს.
- გუნდის წევრებთან ერთად და მასწავლებლის დახმარებით ინაწილებს ფუნქციებს.
- მასწავლებლის, მშობლის, ან სხვა კომპეტენტური პირის დახმარებით მოიძიებს სათანადო რესურსებს.
- გუნდის წევრებისა და მასწავლებლის დახმარებით შეარჩევს და დაამუშავებს მოძიებულ მასალას.
- მასწავლებლის დახმარებით აუმჯობესებს და ასრულებს პროექტს.
- მოსწავლეებს შეუძლიათ რესურსების სასწავლო საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
- ეფექტურად იყენებს სახელმძღვანელოს,რესურსებს. (ლექსიკონს, ილუსტრაციებს )
- მოიძიებს ინფორმაციას როგორც სკოლაში, ისე სკოლის გარეთ ( სახელმძღვანელო, ლექსიკონი, მასწავლებელი, მშობელი, კომპეტენტური პირი, ინტერნეტი. )
- მოიძიებს ინფორმაციას (სასწავლო მასალის, ისტ – ის მეშვეობით )
პროექტის ხელმძღვანელი:
დარეჯან ხინველი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
darejankhinveli@gmail.com
Комментариев нет:
Отправить комментарий